რაში შეგვიძლია დაგეხმაროთ
- კონსულტაცია გარიგებამდე: ქონების ან ბიზნესის ყიდვამდე ან გაყიდვამდე განვიხილავთ ფასის დიაპაზონს და რისკებს.
- სხვა შემფასებლის ანგარიშის მიმოხილვა: ვამოწმებთ მეთოდოლოგიას, ანალოგებს, გაანგარიშებას და IVS-თან შესაბამისობას. ეს სასარგებლოა დავისას და ბანკთან ან მზღვეველთან მოლაპარაკებისას.
- ბაზრის კვლევა: გაყიდვის ფასებისა და საიჯარო განაკვეთების ანალიზი კონკრეტული უბნის, ქალაქის ან სეგმენტისთვის.
- საინვესტიციო პროექტის ანალიზი: შემოსავლების, ხარჯებისა და ფულადი ნაკადების გაანგარიშება, პროექტის ღირებულება და ამოგების ვადა.
- ბიზნესის შემოწმება ყიდვამდე: ფინანსური მაჩვენებლებისა და აქტივების ანალიზი, რომ იცოდეთ, რას ყიდულობთ და რა ფასად.
- უძრავი ქონების შემოწმება ყიდვამდე: ფაქტობრივი მდგომარეობის, რეესტრის მონაცემებისა და ფასის შედარება. სამართლებრივ საკითხებზე გირჩევთ იურისტის ჩართვას.
როგორ მიმდინარეობს
პირველ საუბარში ვაზუსტებთ, რა კითხვაზე გჭირდებათ პასუხი და რა ფორმით: ზეპირი კონსულტაცია, მოკლე წერილობითი დასკვნა თუ სრული კვლევა. შემდეგ გიგზავნით ფასსა და ვადას. თუ შედეგი ოფიციალურ დოკუმენტად დაგჭირდებათ, კონსულტაცია შეიძლება სრულ შეფასების ანგარიშად გაგრძელდეს.
კონსულტაცია თუ შეფასების ანგარიში?
კონსულტაცია და კვლევა გადაწყვეტილების მისაღებად გამოიყენება. ბანკი, სასამართლო ან სახელმწიფო უწყება კი ითხოვს ხელმოწერილ შეფასების ანგარიშს IVS სტანდარტით. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომელი გჭირდებათ, დაგვირეკეთ და მიზნის მიხედვით გირჩევთ. იხილეთ: ბიზნესის შეფასება, ექსპერტიზა.
