საწყობი თაროებით და მარაგით
  1. მთავარი
  2. მომსახურება
  3. ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია

ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია

ვამოწმებთ, რა აქტივები გაქვთ რეალურად, სად არის და რა მდგომარეობაშია, და ვადარებთ ბუღალტრულ აღრიცხვას. საჭიროების შემთხვევაში იმავე სამუშაოს ფარგლებში ვაფასებთ აქტივების საბაზრო ღირებულებასაც.

  • ანგარიშიIVS სტანდარტით, ხელმოწერითა და სერტიფიკატის ნომრით
  • ვადაფიქსირდება შეთავაზებაში, სამუშაოს დაწყებამდე
  • ენაქართული, ინგლისური, რუსული
  • მიზანიბანკი, სასამართლო, სახელმწიფო უწყება, გარიგება

როდის არის საჭირო ინვენტარიზაცია

  • წლიური ანგარიშგება და აუდიტი: აუდიტორი ითხოვს დადასტურებას, რომ ბალანსზე არსებული აქტივები ფიზიკურად არსებობს.
  • კომპანიის ყიდვა-გაყიდვა, შერწყმა ან რეორგანიზაცია: მხარეებმა ზუსტად უნდა იცოდნენ, რა აქტივები გადადის.
  • მატერიალურად პასუხისმგებელი პირის შეცვლა: ქონების ჩაბარება-მიღება აქტით.
  • ძირითადი საშუალებების გადაფასება: IFRS-ის (IAS 16) მიხედვით გადაფასებამდე საჭიროა აქტივების სრული და სწორი ჩამონათვალი.
  • დაგირავება, დაზღვევა, ლიკვიდაცია: ბანკი, მზღვეველი ან ლიკვიდატორი ეყრდნობა დადასტურებულ ჩამონათვალს.

რას მოიცავს სამუშაო

  1. მომზადება. ვიღებთ ძირითადი საშუალებების რეესტრს და ვათანხმებთ ობიექტების, ლოკაციებისა და ვადების ჩამონათვალს.
  2. ფიზიკური აღრიცხვა. თითოეულ აქტივს ადგილზე ვათვალიერებთ, ვაიდენტიფიცირებთ და ვაფიქსირებთ ფოტოთი.
  3. შეჯერება. ფაქტობრივ მონაცემებს ვადარებთ ბუღალტრულ აღრიცხვას და ვავლენთ ნაკლულობას და აღურიცხავ აქტივებს.
  4. მდგომარეობის შეფასება. ვნიშნავთ ცვეთილ, გამოუყენებელ და ჩამოსაწერ აქტივებს.
  5. ანგარიში. გადმოგცემთ ინვენტარიზაციის შედეგებს შეთანხმებულ ფორმატში.

რას მიიღებთ

  • აქტივების სრულ აღწერას: დასახელება, საინვენტარო ნომერი, ადგილმდებარეობა, მდგომარეობა;
  • შეჯერების უწყისს: რა დაემთხვა, რა აკლია და რა არის აღურიცხავი;
  • ფოტომასალას;
  • საჭიროების შემთხვევაში, ძირითადი საშუალებების შეფასების ანგარიშს IVS სტანდარტით, ფინანსური ანგარიშგების მიზნებისთვის.

ინვენტარიზაცია და გადაფასება ერთად

როცა ინვენტარიზაციას და გადაფასებას ერთი გუნდი აკეთებს, აქტივები ერთხელ ათვალიერდება, მონაცემები ერთ ფორმატშია და აუდიტისთვის მომზადება მარტივდება. თუ წლის ბოლოს გადაფასებაც გჭირდებათ, ორივე სამუშაო ერთად დაგეგმეთ. იხილეთ ასევე: მოძრავი ქონების შეფასება და უძრავი ქონების შეფასება.

შეკვეთიდან ანგარიშამდე ოთხი ნაბიჯი

  1. დაგვიკავშირდითდარეკეთ ან მოგვწერეთ WhatsApp-ზე: რა უნდა შეფასდეს, სად მდებარეობს და რისთვის გჭირდებათ ანგარიში.
  2. მიიღეთ ფასი და ვადაშეთავაზებას გიგზავნით იმავე ან მომდევნო სამუშაო დღეს. ფასი და ვადა სამუშაოს დაწყებამდე ფიქსირდება.
  3. დათვალიერებაშემფასებელი ადგილზე ათვალიერებს ობიექტს, ამოწმებს პარამეტრებს და აფიქსირებს ფაქტობრივ მდგომარეობას.
  4. ანგარიშიხელმოწერილ ანგარიშს ბინის შეფასებისას ჩვეულებრივ 2-4 სამუშაო დღეში იღებთ, სხვა უძრავი ქონების შეფასებისას 3-7 სამუშაო დღეში. ბიზნესის შეფასებას 7-14 სამუშაო დღე სჭირდება.

ხშირად დასმული კითხვები

რამდენი ხანი გრძელდება ინვენტარიზაცია?

ვადა დამოკიდებულია აქტივების რაოდენობასა და ობიექტების მდებარეობაზე. ზუსტ ვადას რეესტრის ნახვის შემდეგ გეტყვით და სამუშაოს დაწყებამდე დავაფიქსირებთ.

შეგიძლიათ ინვენტარიზაციის შემდეგ აქტივები გადააფასოთ?

დიახ. ინვენტარიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით ვამზადებთ ძირითადი საშუალებების შეფასების ანგარიშს IVS სტანდარტით, ფინანსური ანგარიშგების მიზნებისთვის.

მუშაობთ რეგიონებში?

დიახ, ინვენტარიზაციას ვატარებთ მთელ საქართველოში, მათ შორის რამდენიმე ლოკაციის მქონე კომპანიებისთვის.

ფასი და ვადა ერთ ზარში

აღწერეთ ობიექტი და შეფასების მიზანი. ზუსტ შეთავაზებას მიიღებთ იმავე ან მომდევნო სამუშაო დღეს.